Sunday, 26 June 2016

                გაკვეთილის    გეგმა

გაკვეთილის გეგმა
What clothes do you like?
სწავლების საფეხური

V კლასი
მოსწავლეთა პროფილი

25 მოსწავლე. კლასში არ არის ს.ს.მ. მოსწავლე
გაკვეთილის მნიშვნელობა/ აქტუალურობა

ლექსიკური მარაგის გამდიდრება, კითხვის უნარ ჩვევების გაუმჯობესება, ტესტის წვდომა
გაკვეთილის მიზნები და შედეგები

.მოსწავლეები ისაუბრებენ თუ როგორი ტანსაცმელი აცვიათ კარგ ამინდში, ცივ ამინდში, ცეკვისა და სპორტის დროს.
.მოსწავლეები სათანადოდ რეაგირებენ მასწავლებლის მითითებებზე და ასრულებენ სავარჯიშოებს
.მოსწავლეები ილუსტრაციების საფუძველზე გამოთქვამენ ვარაუდს ტექსტის შინაარსის შესახებ
წინასწარი ცოდნა

მოსწავლეს შეუძლია მასწავლებლის მითითების გაგება
მოსწავლეს აქვს გარკვეული სიტყვების მარაგი
შეფასების საგანი და პროცედურები

მოსწავლეს ვაფასებ წინასწარ შედგენილი შეფასების ცხრილით

სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები

ინგლისური ენის სახელმძღვანელო ‘’ English World “ 4 დონე, სავარჯიშოთა კრებული, DVD, ილუსტრაციები, დაფა, ფერადი ცარცები, კომპიუტერი
გაკვეთილის მსვლელობა/საკლასო მენეჯმენტი

საორგანიზაციო საკითხები - 2 წთ
საშინაო დავალების შემოწმება - 5 წთ
1 აქტივობა : კითხვა - პასუხი --5 წთ
‘’ ცოდნის კონსტრუირება’’
მოსწავლეებს ვუხსნი გაკვეთილს --10 წთ
მოსწავლეები ილუსტრაციების საშუალებით სწავლობენ ახალ სიტყვებს ( ტანსაცმელს ) 5-10 წთ
მოსწავლეები უსმენენ ახალ ტექსტს. კითხულობენ ახალ ტექსტს და კითხულობენ მასწავლებლის დასმულ კითხვებს :
1.       What clothes do you like?
2.       What clothes are you wearing?
.წყვილებში მუშაობა
.აქტივობა: კითხვა-პასუხი 5 წთ.
.წერითი დავალება-- 10 წთ
.რეფლექსია
.თვითშეფასება
.დავალების მიცემა

შეფასების სქემა

კრიტერიუმები
დაბალი 1-4 ქულა
საშუალოზე დაბალი 5-6
საშუალო 7-8
მაღალი 9-10
საშინაო დავალება
არ აქვს
არასრულად აქვს
შეცდომებით აქვს შესრულებული
დავალება სწორად აქვს
გაკვეთილზე ჩართულობა
არ არის აქტიური

პასიურად ერთვება
გაკვეთილზე ზოგჯერ აქტიურია
გაკვეთილზე აქტიურია
ახალი ტექსტის კითხვა
ვერ კითხულობს
უჭირს კითხვა
კითხულობს მაგრამ შეცდომებით
კითხულობს სწორად
მოსწავლე უსმენს და ასრულებს მასწავლებლის მითითებებს
მოსწავლე უყურადღებოა
ხშირად არ უსმენს მასწავლებელს
ზოგჯერ უყურადღებოა
ყურადღებით უსმენს მასწავლებელს და არის მოწესრიგებული

No comments:

Post a Comment